„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ გარემოში - საპატრიარქოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა თუ გორის ჰოსპიტალში შეხვედრისა და თანამშრომლობის სურვილს გამოხატავს.
ეკა ხერხეულიძის თქმით, მიუხედავად სურვილისა, ექსპრეზიდენტს საპატრიარქოსთან შეხვედრა შეუძლებლად მიაჩნია.
„მას შეუძლებლად მიაჩნია ტექნიკურად განხორციელდეს ეს, ვინაიდან მისი პირობები ყველასთვის ცნობილია. ის თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს, ნებისმიერ გარემოში. ეს იქნება, საპატრიარქო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გორის ჰოსპიტალი - ნებისმიერი ლოკაცია, ოღონდ ეს დაპირისპირება დასრულდეს. იგი ყველას მადლობას უხდის და ფიქრობს, რომ დროულად უნდა განხორციელდეს ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იქნა გაჟღერებული და მოქმედებაში მოიყვანოს ნებისმიერმა ინიციატორმა თავისი ინიციატივა. ძალიან აგვიანდება ქვეყანას“, - აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მედიასთან საუბრის დროს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press