ჟურნალმა Time-მა Tesla-სა და Space X-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი „წლის ადამიანად“ დაასახელა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, CNN Business ავრცელებს.
„დედამიწაზე, ცოტა ადამიანს ჰქონდა ილონ მასკზე მეტი გავლენა. 2021 წელს, იგი არამხოლოდ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა, არამედ ჩვენ საზოგადოებაში, ალბათ, ყველაზე დიდი ცვლილებების მაგალითადაც მოგვევლინა“, - აცხადებს ჟურნალი „Time“-ის მთავარი რედაქტორი, ედვარდ ფენსენთელი.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკს ეკუთვნის ის პროექტი, რომლის საშუალებითაც 2021 წელს, დედამიწის ორბიტაზე პირველი ტურისტული ეკიპაჟი გაემგზავრა. Space X-ის მიმდინარეობის პროცესში, ხომალდის ბორტზე არცერთი პროფესიონალი ასტრონავტი არ იმყოფებოდა. იყვნენ მხოლოდ ტურისტები.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press