საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მმართველ პარტიას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, თანამშრომლობაზე უარი არასდროს უთქვამთ.
მისი თქმით, ოპოზიციის პათოსი ქვეყნის დესტაბილიზაცია, რევოლუცია და მიხეილ სააკაშვილის დახსნაა.
„ჩვენ არასდროს არ გვითქვამს უარი იმაზე, რასაც ჰქვია თანამშრომლობა. შერიგების საკითხი, სიტყვა სხვა არის და არ შეესაბამება იმ მოთხოვნას და ულტიმატუმს, რომელიც ყოველდრიურად გვესმის. თითქოს, შერიგების ხაზი უნდა გადიოდეს სააკაშვილის განთავისუფლებაზე, ყველა დანაშაულის პატიებაზე, ისე, რომ თვითონ არ აღიაროს. ასევე, რიგგარეშე არჩევნებზე და ზოგადად, გადადგომასა და ხელისუფლებაში მათ მოსვლაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ვუტრირებ, მაგრამ პათოსი ეგ არის - დესტაბილიზაცია, რევოლუცია, დახსნა და ა.შ. „ამას“ არ გავაკეთებთ თუ შევრიგდებით, უკვე ეს არის ულტიმატუმი“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press