საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ - გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის ექსპრეზიდენტი ვეღარ დადის.
„ჯოჯოხეთი თითქოს გავიარეთ ვფიქრობ, მაგრამ რომ ვუყურებ, გავიარეთ?! ძალიან თვალშისაცემია, ადამიანს უჭირს სიარული. მაგის ნორმალური სიარული არ მახსოვს, „დაფრინავდა“ ხოლმე და ახლა უცებ ხედავ, რომ ვერ დადის. საშინელი საყურებელია. აშკარად არ არის ნორმალური მდგომარეობა. ვხედავ, რომ უნდა გადადგას ფეხი და ვერ დგამს.
21 დეკემბრის აქციაზე დიდ იმედებს ამყარებს. ფიქრობს, რომ ის ძალა, ძალის ჩვენება არის გადარჩენის აუცილებელი საშუალება“,- განაცხადა გიული ალასანიამ.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press