დღეს, სახელმწიფო კონსილიუმის წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტთან - მიხეილ სააკაშვილთან კვლავ იმყოფებოდნენ. ენდოკრინოლოგი, ელენე გიორგაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი საკვებს უკვე კარგად ითვისებს.
მისივე თქმით, ხვალიდან, მიხეილ სააკაშვილს კვების სამედიცინო შეზღუდვა მოეხსნება და იგი უკვე გაფართოვებულ კვებაზე გადაინაცვლებს.
„ხვალიდან კვებაში შეზღუდვა საერთოდ აღარ იქნება, ფიზიოლოგურ კვებაზე იყო, მაგრამ გარკვეულ პროდუქტებს მაინც ვზღუდავდით. უკვე ხვალიდან, ჩვეულებრივ გაფართოვებულ კვებაზე იქნება. საკვებს კარგად ითვისებს. ბევრი წამალი - ის მიკრო, მაკრო ელემენტები უკვე მოხსნილი აქვს. ასე რომ ვთქვათ, ენდოკრინოლოგმა ყველანაირად დაამთავრე მუშაობა“, - აღნიშნა ელენე გიორგაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press