სამოქალაქო აქტივისტები არ სჩადიან არანაირ დანაშაულს და ხდება მათი დაკავება, მოგვიწევს სამართლებრივი ღონისძიებების გატარება პოლიციელებზე და მოსამართლეებზე, რომლებიც უკანონობას სჩადიან - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განცხადა.
მისივე თქმით, რეჟიმის ცვლილებისთანავე ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული აქტივისტი კომპენსაციას მიიღებს.
"მეგობრებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ როცა მტკიცებულებების გარეშე გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხართ და უკანონოდ აკავებთ სამოქალაქო აქტივისტებს, ასევე თქვენ ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. ვგულისხმობ იმ პოლიციელებს, რომლებიც, რიგ შემთხვევაში, შემდეგ სასამართლოზე ცრუ მოწმეები არიან ხოლმე და მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე იღებენ.
ჩვენ ყველა ასეთ აქციას ვაარქივებთ, სადაც კარგად არის აღბეჭდილი, რომ კონკრეტული სამოქალაქო აქტივისტები არ სჩადიან არანაირ დანაშაულს და მათი დაკავება ხდება უკანონოდ. შესაბამისად, რეჟიმის ცვლილებასთან ერთად, იქნება ადეკვატური რეაგირება ამ საკითხებზე როგორც ადმინისტრაციული წესით დაკავებულების კომპენსაციაზე, ასევე, უკანონოდ მყოფი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ კომპენსაციაზე და იმ სამართლებრივი ღონისძიებების გატარებისკენ, რომლებიც აუცილებლად მოგვიწევს იმ პოლიციელებზე და მოსამართლეებზე, რომლებიც სჩადიან უკანონობას". - განაცხადა ხაბეიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press