მიჭირს იმ რეალური სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესატყვისება სააკაშვილის "გაფარჩაკებულ' თუ "გაბანძებულ" მდგომარეობას. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს სასჯელის მიღება უჭირს და საზოგადოებისგან აქციებს ითხოვს.
"მიჭირს იმ რეალური სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესატყვისება სააკაშვილის "გაფარჩაკებულ" თუ ბოდიში და "გაბანძებულ" მდგომარეობას. ეს არის აგონიაში მყოფი ადამიანის განცხადება, სრულიად სასოწარკვეთილია და უჭირს მიიღოს სასჯელი, რომელიც აქვს მისჯილი სამართლიანად და საზოგადოებისგან ითხოვს აქციების მოწყობას, რომ როგორმე მისი თქმით, ტყვეობიდან დაიხსნან. ეს არის გაუგონარი აგრესიის მქონე და მოძალადე ადამიანის განცხადება", - განაცხადა ღუდუშაურმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press