სააკაშვილი ციხეში დიდი სტრესის ქვეშ იყო და ძალიან დიდი ტრავმა, წამება გადაიტანა, ამ მხრივ მკურნალობა ჩატარებული არ აქვს. - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა.
" ახლა აქვს მკვეთრად გამოხატული ე.წ. პოსტ ტრავმული, სტრესული, ნევროლოგიური დარღვევა. ეს არის სპეციფიური დაზიანება, რომელიც ემართებათ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს დიდი ტრავმა, სტრესი. ჩვენ ვიცით, რომ მე-18 დაწესებულებაში ის ძალიან დიდი სტრესის ქვეშ იყო და ძალიან დიდი ტრავმა გადაიტანა, წამებაც შეიძლება ითქვას. ამ მხრივ მკურნალობა ჩატარებული არ აქვს. ფსიქოთერაპევტი არ არის ჩართული საქმეში და სტრესიც მოხსნილი არ არის. საგანგაშოა ნამდვილად მდგომარეობა, იმიტომ, რომ ამ სინდრომის არმკურნალობა გამოიწვევს ძალიან ძირფესვეულ ძვრებს მის ორგანიზმში, რომლის მკურნალობას მერე შეიძლება, თვეები დასჭირდეს", - თქვა "მთავარ არხთან" ექიმმა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press