დღეს, ერთიანი ნაცილონალური მოძრაობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. ვიზიტის შემდეგ, აკაკი მინაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამ დროისთვის საკვების 80%-ს ვერ იღებს.
მისი თქმით, პრეზიდენტთან წინა ვიზიტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით დამძიმდა.
„მინდა გითხრათ, რომ ის გაცილებით სუსტადაა, ვიდრე ჩემი წინა ვიზიტის დროს, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო. ბუნებრივია, იგი არის წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამას ამბობენ ვინც იქ შედის, ექიმებიც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც, სახალხო დამცველიც და ყველა ეს დოკუმენტი და ანგარიში პირდაპირ აცხადებს, რომ სერიოზული დარღვევები იყო მის საქმეში. ჩვენ ვხედავთ ექიმების განცხადებებსაც, რომ აქ არ არის მკურნალობის ის პირობები, რომელიც იქნება ეფექტური იმ პრობლემის დასაძლევად, რომელიც მას აქვს ამ ტრამვის, წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად. მე პროფესიულად ვერ შევალ მის კვებასთან დაკავშირებით საკითხში, თუმცა ფაქტი შემიძლია გითხრათ, საკვების 80% უბრალოდ იყრება, მას არ შეუძლია მათი მიღება. ველოდებით სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფისა და ორგანიზაცია „ემპათიის“ დასკვნებს“, - აღნიშნავს აკაკი მინიაშვილი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press