Foto

აკაკი მინიაშვილი - პრეზიდენტის წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, შემდეგ კი, ამის გამოქვეყნება რუსეთის დავალება იყო

ერთიანი ნაცილონალური მოძრაობის წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, რუსეთის დაკვეთით მოხდა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტის წამების კადრების გავრცელებით, რუსეთს თავისი ტირანული რეჟიმის წინააღმდეგ ერთ-ერთი აქტიური მებრძოლის დამცირება ჰქონდა განზრახული.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, შემდეგ კი, ამის გამოქვეყნება იყო რუსეთის დავალება, დაკვეთა იმიტომ, რომ რუსეთი არის დაინტერესებული შეეცადოს და ჰქონდეს მცდელობა დაამციროს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლია რუსეთის ამ რეჟიმის, ტირანიის წინააღმდეგ“, - ამბობს აკაკი მინიაშვილი.