ბელარუსიის ოპოზიციის ლიდერს, სერგეი ტიხანოვსკის 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი მასობრივი საპროტესტო აქციების ხელმძღვანელობასა და არეულობის მოწყობაშია ბრალდებული.
BBC News-ის ინფორმაციით, მას განაჩენი სამშაბათს, ქალაქ გომელის სასამართლოში გამოუტანეს. სერგეი ტიხანოვსკთან ერთად, დაკავებულია ბელარუსიის სხვა ოპოზიციური სახეებიც, მაგალითად: მიკოლა სტატკევიჩო, იგორ ლოსიკი და ვლადიმერ ციგანოვიჩი.
„დახურულ სასამართლო პროცესებზე პოლიტიკური პატიმრების დამალვის პარალელურად, ქვეყნის ლიდერი - ალექსანდერ ლუკაშენკო თავისი რეპრესიების ჩუმად გაგრძელებას ლამობს. თუმცა, მას მთელი მსოფლიო უყურებს. ჩვენ არ გავჩერდებით“, - წერს სერგეი ტიხანოვსკის მეუღლე, სვიანტალა ციხანოუსკაია სოციალურ ქსელ „ტვიტერ“-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press