საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოყენებული ინიციატივის თაობაზე განაცხადა, რომ აშშ მზადაა ნებისმიერ ინიციატივას მხარი დაუჭიროს, თუკი ეს აღნიშნული საქართველოში პოლარიზაციას შეამცირებს.
დიპლომატის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ლიდერებმა პრობლემის გადაჭრაზე პარლამენტში იმუშავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში ისეთი სიტუაცია იქმნება, რომლისგანაც სარგბელს მხოლოდ რუსეთი მიიღებს.
„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან კარგად აღწერა სიტუაცია საქართველოში, როდესაც პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ორგანიზებულ სამიტზე გამოვიდა სიტყვით. მან ინკლუზიური მართვისკენ, პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდა და ასევე, დიალოგისკენ, რომელიც დაიწყებს გამთლიანების პროცესს. ამერიკის შეერთებული შტატები სიამოვნებით დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ გამთლიანების პროცესის დაწყებასა და პოლარიზაციის დასრულებას ხელს მისცემს. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს არჩეულმა ლიდერებმა პარლამენტში იმუშაონ, ამის გარეშე, ქვეყანაში ისეთი სიტუაცია იქმნება, რომლისგანაც სარგებელს მხოლოდ რუსეთი იღებს. იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ამ შანს გამოიყენებს და შეამცირებს პოლარიზაციას, რომელიც ქვეყანას ამდენი ხანია ზიანს აყენებს“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press