საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისა და ნიკა გვარამიას საქმის თაობაზე განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ კანონი, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ ბიზნეს კონტექსტისა, ყველა ადამიანის მიმართ თანაბრად და მიუკერძოებლად იქნება გამოყენებული.
დიპლომატი თქმით, პოლიტიკური ჩარევის და პოლიტიკური დევნის აღქმაც კი, საზოგადოების სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას უკარგავს.
„პოლიტიკური ჩარევის და პოლიტიკური დევნის აღქმაც კი არყევს საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ და ცხადია, კონკრეტული საქმეების შედეგების ნდობის მიმართაც. ბევრი თავდადებული მოსამართლე მუშაობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რათა დაიცვას კანონის სამართლიანობა და მიუკერძოებლობა. აშშ მართლმსაჯულების სისტემის ამ წარმომადგენლებს დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს, ისევე როგორც ზოგადად ძალისხმევას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. მე იმედი მაქვს, რომ კანონი გამოყენებული იქნება თანაბრად და მიუკერძოებლად ყველა ადამიანის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა ან ბიზნეს კონტექსტისა“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press