სახელმწიფოს სახალხო დამცველმა და ექსპერტთა ჯგუფმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. ნევროლოგი, თენგო წულაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტს ფსიქიური თვალსაზრისით მძიმე ფონი აქვს, რასაც დეპრესია და პოსტტრამვული სტრესული აშლილობა კიდევ ართულებს.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
„პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. ნერვოლოგიური სიმპტომატიკიდან გამოხატულია ზოგადი სისუსტე, წონასწორობის დარღვევა, ანემია. ფსიქიური თვალსაზრისით არის მძიმე ფონი, აქვს დეპრესია და პოსტტრამვული სტრესული აშლილობა. პაციენტის მდგომარეობა მიმდინარეობს და სტაბილურია, თუმცა გვაქვს მოსაზრებები, რომლებიც დეტალურად გავწერეთ დანართში. საჭიროებს რეაბილიტაციას, თუმცა მას ხელს უშლის დეპრესია და პოსტტრამვული აშლილობა. ფსიქოთერაპია ამ მხრივაც დაგვეხმარება. ტრამვა და სტრესი სწორედ პენიტენციურ დაწესებულებაში მიიღო, ამიტომ ჩვენ მის გლდანში გადაყვანას მხარს არ ვუჭერთ“, - განაცხადა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press