სახალხო დამცველმა 9 ექიმის შემადგენლობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოსტიკის საფუძველზე, დასკვნა, უკვე მოამზადა. საგანგებო ბრიფინგზე, ომბუდსმენის ჯგუფის წევრმა, მარინა კურატაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ აღენიშნებოდა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, ჯერჯერობით საჭირო არაა.
„მე ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ვხედავ და არ ვადასტურებ. ბატონი მიხეილი მე ერთხელ ვნახე და მას, მაშინ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა, ამიტომ ვერ დავადასტურებ. მე გავეცანი იმ მედიკამენტების ფურცლებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ, დოზები ნამდვილად არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში არ ვიცი, მაგრამ ჩემი კოლეგების კონსულტაციებს გავეცანი, სადაც ბ-ნი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის აღნიშნული თუ რა წამლებს იღებდა. კატეგორიულად რომ განვაცხადოთ, თითქოს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა საჭიროა, ჯერ მკურნალობასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მისი საჭიროებები უნდა ჩამოიწეროს და მერე უნდა შეფასდეს, რამდენად შესაძლებელია ამ საჭიროებების ჩვენ ქვეყანაში, ჩვენი რესურსებით დაკმაყოფილება. ჯერჯერობით არა, თუმცა, როდესაც ჩატარდება მკურნალობა და ფსიქოთერაპიაც მიეშველება ამას, ვნახოთ ბ-ნი მიხეილი რა მდგომარეობაში იქნება. ამ მოცემულობაში, სასურველია, დანიშნული მედიკამენტებით მკურნალობის შედარებითი ოპტიმიზაცია და ტრამვაზე ორიენტირებული ფსიქო-თერაპიაც მოხდეს“, - განაცხადა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, მარინა კურატაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press