Foto

ნიკა გვარამიას თქმით, შესაძლებელია, სააკაშვილს „შეუქცევადი“ და „აღუდგენელი“ ზიანი უკვე მიადგა კიდეც

ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოს მესამე პრეზინდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გასაჯაროებულ დასკვნას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უდავოა, რომ უკიდურესი აუცილებლობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გატარებული 21 დღის განმავლობაში, პოსტტრავმული მდგომარეობის ფსიქონევროლოგიური რეაბილიტაცია და მკურნალობა არ ჩასტარებია.

ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, მიხეილ სააკაშვილს „შეუქცევადი“ და „აღუდგენელი“ ზიანი უკვე მიადგა კიდეც.

„ფარმაკოლოგიური წამების ნაწილზე დებატები, როგორც ჩანს, სამედიცინო სივრცეში გაგრძელდება. ეს ნორმალურია. აი, რაც უდავოა სახალხო დამცველის დასკვნით და ემპათიის დასკვნითაც - გორის ჰოსპიტალში გატარებული 21 დღის განმავლობაში, პოსტტრავმული მდგომარეობის ფსიქონევროლოგიური რეაბილიტაცია და მკურნალობა არ ჩატარებულა, მიუხედავად უკიდურესი აუცილებლობისა. ყოველი დღე არა უბრალოდ დაკარგულია, არამედ, ამ მხრივ, გააღრმავა პრობლემა და შესაძლოა, შეუქცევადი და აღუდგენელი ზიანი მიაყენა სააკაშვილს“, - წერს ნიკა გვარამია თავის "ფეისბუკ"-ის გვერდზე.