Foto

ენტონი ფაუჩი - „ომიკრონ“ ვარიანტი მალე აშშ-ში დომინანტი გახდება, რადგან ის ძალიან სწრაფად ვრცელდება

"ომიკრონი" სავარაუდოდ, გახდება Covid-19-ის დომინანტური ვარიანტი აშშ-ში, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

ფაუჩის თქმით, „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება.

„ომიკრონი გამოწვევა იქნება, რადგან ის ძალიან სწრაფად ვრცელდება. ინფექციის წინააღმდეგ, შედეგიანი  სამი დოზა ვაქცინა იქნება” “, - განუცხადა ფაუჩმა CNN-ს.

ამასთან ფაუჩი აღნიშნავს, რომ "ომიკრონ" ვარიანტი ნაკლებად მძიმეა.