იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი "ომიკრონ" შტამი, სავარაუდოდ, დეკემბერში დაფიქსირდება.
როგორც ივანე ჩხაიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, "ომიკრონის" წინააღმდეგ ეფექტურია ვაქცინის სამი დოზა.
"როდესაც ვლაპარაკობთ დაფიქსირდება თუ არა "ომიკრონი" საქართველოში, ალბათ დაფიქსირდება და სავარაუდოდ, ეს იქნება დეკემბრის თვეში. შესაძლებელია უკვე იყოს კიდეც ქვეყანაში. საფრთხეები გამომდინარეობს გავრცელების სისწრაფიდან. "ომიკრონის" წინააღმდეგ ეფექტურია ბუსტერ დოზა. ქვეყანა ისევ არის მეხუთე ტალღაში და ის მოლოდინი რაც გვაქვს, გულისხმობს შემთხვევების მატებას. უნდა გააქტიურდეს ვაქცინაცია.", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press