საპროტესტო აქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, თუმცა საზოგადოებას სწრაფი მიზნის მიღწევის ილუცია არ უნდა შევუქმნათ, რომელიც ნიჰილიზმს თესავს.- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მიზანი ვადამდელი არჩევნებია.
„საპროტესტო აქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია იმ ტიპის ავტორიტარული რეჟიმის დასამარცხებლად, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, ოღონდ აქაც უნდა გვესმოდეს, რომ აქციებისას საზოგადოებისთვის სწრაფი შედეგის მიღწევის მოლოდინის შექმნა არასწორია, ეს ყველაფერი არასწორად შემობრუნდება საზოგადოებისთვის, ჩვენთვის ბუნებრივია ვადამდელი არჩევნებია სამიზნე, ოღონდ ვადამდელი არჩევნების მისაღწევად ის წილი საპროტესტო საზოგადოების არ აღმოჩნდა საკმარისი, ეს არის ფაქტი, ამიტომ ამ საპროტესტო საზოგადოებას სჭირდება გაფართოვება, ილუზია იმისა, რომ ეს რეჟიმი სხვანაიად მოიქცევა ამაში ვგულისხმობ, ზეწოლას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ა.შ, არ გვაქვს ისევ ასე მოიქცევიან და რომ არ აღმოვჩნდეთ იმავე მდგომარეობაში უნდა ვიყოთ მზად ამ წინააღმდეგობების გადასალახად.“ - განაცხადა ბოკერიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press