„ღია სივრცე კავკასიამ“ (COS), ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და პარლამენტს შორის სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურის საკითხებში (EUGA-2020)“ ფარგლებში, სამდღიანი სამუშაო შეხვედრები გამართა. აღნიშნულის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება.
უწყების განცხადებით, შეხვედრებში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლუს ლამერტსმა, პარლამენტის აგრარული კომიტეტის/გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მზია გიორგობიანმა მიიღეს.
პროექტის „მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და პარლამენტს შორის სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურის საკითხებში (EUGA-2020)“ მიზანია, შეიქმნას თემატურ კვლევებზე დაფუძნებული სახელმძღვანელო პარლამენტის წევრებისთვის, რათა სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოხდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად.
„პროექტი ხელს შეუწყობს პარლამენტის გაძლიერებას კანონშემოქმედებით საქმიანობაში ასოცირების ხელშეკრულების ჰარმონიზაციის მიმართულებით, ასევე ცნობიერების გაზრდას სამოქალაქო საზოგადოებაში“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press