Foto

ელენე ხოშტარია - დღეს, ყველა პოლიტიკოსი საქართველოში არის დაჭერის ან ძალადობის მოლოდინში

საქართველოს ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები ორი საათის განმავლობაში, პოლიტიკური დევნის, ვადანდელი არჩევნებისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ მსჯელობდნენ. პარტია „დროა“-ს თავჯდომარის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოში ყველა პოლიტიკოსს დაჭერისა და ძალადობის მოლოდინი აქვთ.

მისივე თქმით, ეს ხელისუფლების ოპონენტ პარტიებს არა შეაშინებთ, არამედ გააძლიერებთ და გააერთიანებთ კიდეც.

„ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები. ამ ყველაფერზე, ოპოზიცია მოქმედებას გააგრძელებს. დღეს, ყველა პოლიტიკოსი საქართველოში არის დაჭერის ან ძალადობის მოლოდინში. ეს არათუ ვერ გაგვტეხავს, გაგვაძლიერებს, გაგვაერთიანებს და კიდევ უფრო აქტიურად გვიბიძგებს მოქმედებისკენ“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.