ცენტრ „ემპათია“-ს ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონსანახულებლად ჩავიდა. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის წამების ფაქტების დოკუმენტაციას, სახალხო დამცველის მიერ გასაჯაროვებული დასკვნისაგან განსხვავებული, სხვა სახის ექსპერტიზა ესაჭიროება.
მისივე თქმით, პაციენტისთვის მისი დიაგნოზებიდან ყველაზე საშიში, ამ დროისთვის, ვერნიკეს ენცეფალოპათიაა, რომლსაც შესაბამისი მკურნალობისა და რეაბილიტაციის გარეშე, პაციენტის ინვალიდიზაცია შეუძლია.
„დღეს ჩამოვედით, რათა დამატებით შევისწავლოთ დოკუმენტაცია და გავეცნოთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. დასკვნა მოცულობითია და ამ დროისთვის, იგი მზადდება. ჩვენ გვაინტერესებს, რა კვლევები იყო ჩატარებული, რათა მასაც გავეცნოთ. რაც შეეხება სახალხო დამცველის ექსპერტების დასკვნას, მის ზოგიერთ ნაწილს ვიზიარებთ, ზოგიერთი ნაწილი კი, ჩვენ დასკვნაში უფრო დეტალურად იქნება გაწერილი. ჩვენ მათ პროფესიონალიზმში ეჭვი, რა თქმა უნდა, არ შეგვაქვს, თუმცა წამების ფაქტების დოკუმენტირებას სხვა ექსპერტიზა სჭირდება.
პრეზიდენტის ყველა დიაგნოზიდან, ყველაზე საშიშია ვერნიკეს ენცეფალოპათია - თავის ტვინის ორგანული დაზიანება, რომელსაც მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას. ჩვენ რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში მკურნალობა შეუძლებლად მიგვაჩნია. აუცილებელია კეთილგანწყობილი გარემო იმისათვის, რომ მისი მკურნალობა ეფექტური იყოს“, - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press