დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცენტრ „ემპათია“-ს ენოკრინოლოგმა, ლალი ჯავაშვილმა მოინახულა. მისი განცხადებით, დროა, შეფასდეს თირკმლის და ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა, ვინაიდან ექსპრეზიდენტს დაწყებული აქვს წონის აუხსნელი კლება.
მისივე თქმით, პაციენტისთვის საჭიროა გარკვეული ჰორმონების განსაზღვრაც.
„პაციენტისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მისი წონის დინამიკა არის ძალიან საყურადღებო. საავადმყოფოში გადმოყვანის პირველივე დღეებში მან მოიმატა 9 კილოგრამი, რაც ლოგიკურია, მაგრამ შემდეგ წავიდა წონის აუხსნელი კლება. სავარაუდოდ, ეს კლება განპირობებულია იმით, რომ ის ვერ იღებს საკვებს, რადგან აქვს გულის რევა, გარკვეული ტიპის პროდუქტებზე, განსაკუთრებით ცილოვან საკვებზე. არ მოწონს ეს საკვები და თუ მიიღო, მერე აქვს ღებინება. ამავე დროს, არის სრულიად გაურკვეველი წარმოშობის დიარეა. ჩვენი მიზანია გავერკვეთ რაშია საქმე, რატომ არის დიარეა ასეთი პერმანენტული, რასაც ავტომატურად მოჰყვება წონის კლება. ასევე არის ზოგიერთი ელექტროლიტის გაურკვეველი, არალოგიკური დინამიკა. ამიტომ, ვფიქრობ დადგა საკითხი, რომ უნდა შეფასდეს თირკმლის და ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა. ასევე, გარკვეული ჰორმონების განსაზღვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ენდოკრინოლოგმა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press