ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად, სოციალურ ქსელზე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
მან თავის ევროპელ კოლეგებს მოუწოდა, რომ საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მისი განთავისუფლების საკითხი განიხილონ.
„დღეს, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იმართება, მოვუწოდებ ჩემს ევროპელ კოლეგებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განიხილონ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკებები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე”, - წერს თავის „ტვიტერ“ გვერდზე დონალდ ტუსკი.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press