საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი ბიძა თემურ ალასანია საახალწლოდ საქართველოში ჩამოვიდა და დაკითხვაზე დაიბარეს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში ექსპრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს რჩევას აძლევს და მიმართავს, რომ თუ ის ვარლამ ალავიძეს ბაძავს, ბოლომდე მიბაძოს და ყველა მისი ნათესავი დააპატიმროს.
"გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს.
ჩემი რჩევა ივანიშვილს - თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში". - წერს მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press