საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბირიძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტი გორის სამხედრო კლინიკაში ჟურნალისტებთან შესახვედრად მზადაა. ადვოკატი ამის მიზეზად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაქრობას ასახელებს.
შოთა თუთბირიძის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი მისი ბიძის, თემურ ალასანიას ჩამოსვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ 2018 წელს დაწყებული გამოძიების გაგრძელება მასკარადი და ფარსია.
„მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ოდენობის ჟურნალისტებს, საჯაროდ, კამერების თანდასწრებით უმასპინძლოს, რათა ყველანაირი ეჭვი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებით, რომ რაღაც მისტიკურ სიმულაციებს აქვს ადგილი, გაქრეს.
მიხეილ სააკაშვილი ბატონ თემურ ალასანიას ჩამოსვლასაც გამოეხმაურა. იგი მიიჩნევს, რომ ის სასაცილო მასკარადი, რასაც ქვეყნის ხელისუფლება მართავს, ვითომ იძიებს, თუ ვინ აყურადებდა ბ-ნ თემურის საუბარს, თითქოს, სურთ 2018 წელს დაწყებული გამოძიების გაგრძელება არის მასკარადი, ფარსი, რაც შეიძლება ამავე ჟანრში გაგრძელდეს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press