„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ორბელიანების სასახლეში შეხვედრას არანაირი ოფიციალური სახე არ ექნება და ის „პატარა დისკოთეკა“ იქნება.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, საქმიანი შეხვედრის ჩანიშვნის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება.
„ეს არ არის არავითარი ოფიციალური, საქმიანი შეხვედრა, ეს არის პატარა დისკოთეკა. წვეულება, რომელსაც პრეზიდენტი ატარებს ახალ წელს, საშობაოდ, სააღდგომოდ და კიდევ რაღაც დღესასწაულებთად დაკავშირებით, თანაც, იმ შენობაში, რომელსაც ულამაზესი ბოქლომი ადევს და მილიონობით ფული იხარჯება მის შენახვაზე, დაცვაზე, გათბობაზე და ა.შ. შენობა, რომელიც ბიზინა ივანიშვილის ახირბის გამო დაიცალა, წელიწადში ერთხელ, ასეთი ალაფუშეტი იმართება. პრეზიენტთან საქმიანი შეხვედრა როცა იქნება, ნაციონალური მოძრაობა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება მასთან და სხვა ოპოზიურ პარტიებთან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press