Foto

ელენე ხოშტარია 17 მაისზე - ძალიან მიხარია, რომ გადავიხდით ამ კომპემსაციას, ჩვენი ჯიბიდან

დიახ ძალიან მიხარია, რომ გადავიხდით ამ კომპენსაციას, ჩვენი ჯიბიდან. - ასე გამოეხმაურა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სტრასბუგრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფოს იმის გამო რომ 2013 წლის 17 მაისს აქტივისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო 193 500 ევროს გადახდა დააკისრა.

მისივე თქმით, დღეს სტრასბურგმა თქვა, რომ 17 მაისის დაზარალებულები დაუცველები არ არიან.

"თვალწინ მიდგას 17 მაისს ის სახეები, თვალები, მოძრაობები, როცა სასულიერო პირები, გავეშებული უმრავლესობა და სახელმწიფო ერთად დაესხა თავს ათეულობით ადამიანს. არავის არაფერს რომ არ უშავებ და მხოლოდ არსებობის გამო სასიკვდილოდ რომ გიმეტებენ.

მე თავისუფლებაზე ვიდექი და მახსოვს საკუთარი შიშიც როცა შავი აგრესიული ტალღა წამოვიდა.

იმ მომენტში ამ ხალხს უთხრეს შენი არსებობა არ გვინდაო, მოგერევითო, გაგსრისავთო. და დღეს ყველას გვითხრა სტრასბურგმა, რომ არ არიან ისინი დაუცველები, სადღაც მაინც არსებობს რაღაც ინსტიტუტი, რომელიც არ დააჩაგრინებს.

ზოგი წერს, რა ცუდია, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთო. ცუდი, რაც მოხდა ის არის, პლიუს დიახ ყველამ უნდა გავინაწილოთ პასუხოსმგებლობა იმ სიველურის გამო, რომელსაც ამ ქვეყნის უმრავლესობა ახორციელებდა და მერე 5 ივლისსაც გაიმეორეს, იმიტომ, რომ ერთხელ გაუვიდათ. სიმართლე ვთქვათ, დიდი წინააღმდეგობაც არ შეხვედრიათ.

ამიტომ დიახ ძალიან მიხარია, რომ გადავიხდით ამ კომპემსაციას, ჩვენი ჯიბიდან". - წერს ელენე ხოშტარია.