საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორბელიანის სასახლეში ორგანიზებული ღონისძიების დროს, პრეზიდენტმა ყურადღება ახალგაზრდების მხრიდან ქვეყნის დატოვების საკითხზეც გაამახვილა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არავის უნდა სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში ცხოვრება.
პრეზიდენტის თქმით, იმის გამო, რომ ახალგაზრდები საქართველოში ცხოვრების პერსპექტივას ვერ ხედავენ, იგი პასუხისმგებლობას მათ მიმართ პირადად გრძნობს და სურს, რომ საქართველოს შეძლებისდაგვარად დაეხმაროს.
„ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან, რადგან არავის უნდა, სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში ცხოვრება. ქვეყანაში, სადაც ვერ ხედავენ, თუ რა არის მათთვის პერსპექტივა - ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, პირდაპირ ვგრძნობ ჩემ პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ... მაქვს. ერთადერთი რისი ამბიციაც მაქვს არის, როგორც შემიძლია დავეხმარო ამ ქვეყანას, თქვენ და საზოგადოებას “, - აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press