ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორი ქვეყანაში "ომიკრონის" შტამის გავრცელების შემთხვაში მზად არის.
მისივე თქმით, არსებული სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს, შეძლებს უფრო რთულ ვითარებასაც გაუმკლავდეს.
„ჯანდაცვის სისტემა იყო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიის დასაწყისში გვქონდა, ვინაიდან არ გვქონდა საკმარისი მზაობა ამისთვის. გამოვიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, თუმცა, დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მართვა ავტომატურ რეჟიმზეა, ვინაიდან, ყველა ის რგოლი, რომელიც უნდა ზრუნავდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ეფექტურად მუშაობს. ამაში ვგულისხმობ ტესტირების პროცესის შედეგებს, ტესტირების შემდეგ იდენტიფიცირებული პაციენტების უკვე მართვას როგორც ონლაინკლინიკების მხრიდან, ასევე მათ გადამისამართებას იმ შესაბამისი სირთულით, რომლითაც პაციენტი იმყოფება - ჰოსპიტალურ სექტორში ან სასტუმროში. სასწრაფოს სისტემაც ასევე აწყობილია. ჩვენ არ გვაქვს დაყოვნებული ზარები და აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, ის სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს, შეძლებს გაუმკლავდეს უფრო რთულ ვითარებასაც კი.
ჩვენ ჯერ ველოდებით ლუგარის პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ მტკიცებულებაზე დაყრდნობილ პასუხს, არის თუ არა „ომიკრონი“ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მივმართავთ იმ ღონისძიებებს, რა პრაქტიკაც აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც „ომიკრონი“ დადასტურდა. კლინიკურ სექტორს რაც შეეხება, ისინი მომზადებულები არიან როგორც მკურნალობის კუთხით არსებული გაიდლაინებით, ასევე საწოლფონდით, რომელიც ამ გამოწვევას გაუმკლავდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press