ევროკავშირის ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 1 000 სოფელსა და შორეულ დასახლებათი მცხოვრები 500 000 საქართველოს მოქალაქისთვის 34 მილიონი ევროს ოდენობით ინვესტიციას განახორციელებს, რაც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის გაფართოებას გულისხმობს.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ევროკავშირის ბანკის ინვესტიცია დააფინანსებს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას და უზრუნველყოფს ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას საქართველოს საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისთვის მათ მიერ სწრაფი ინტერნეტის სერვისების უზრუნველსაყოფად.
ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია რომ პროექტი მხარს უჭერს გაუმჯობესებულ ციფრულ კაშირს და ის ევროპის გუნდის ფართო ძალისხმევის ნაწილია, რათა საქართველოს მხარი დაუჭირონ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში, ეკოლოგიური და მდგრადი სოციალური და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press