„დიდი შვიდეულის ქვეყნები“ აცხადებენ, რომ ამჟამად კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტი „გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა“.
G7-ის მონაწილეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მზად არიან განახორციელონ დეკლარაციებში არსებული დაპირებები მიმდინარე პანდემიის დასაძლევად.
„დიდი შვიდეულის ქვეყნებმა“ კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ბრძოლის გზები განიხილეს და გაზი გაუსვეს „მჭიდრო თანამშრომლობის“ მნიშვნელობას, ასევე მონაცემთა მონიტორინგისა და ვაქცინაციის მნიშვნელობას.
„მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება „ომიკრონს“ შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში და განიხილეს, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ახალ ვარიანტს. ხაზი გაუსვეს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას სიტუაციის მონიტორინგისთვის, მონაცემების გაზიარებისა და ვაქცინაციის გაზრთის მიზნით, რაც შეიძლება მეტი დაცვის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ჯანდაცვის და სოციალური დაცვის დეპარტამენტის სპიკერმა.
G7-ის ქვეყნები, კერძოდ, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია შეთანხმდნენ გამაძლიერებელი კამპანიებისა და რეგულარული ტესტირების მზრდ მნიშვნელობაზე, მუდმივ არაფარმაცევტულ ზომებთან ერთად.
„მინისტრებმა გაიმეორეს თავიანთი მუდმივი მხარდაჭერა „კოვაქს“ პლატფორმის მიმართ, ვაქცინაციის გავრცელებულ გლობალური ძალისხმევისადმი ერთგულება და პანდემიის დროს ვაქცინების, თერაპიული საშუალებებისა და დიაგნოსტიკის დაჩქარების განვითარების მხარდაჭერა“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის ქვეყნების“ ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press