ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება, - ამის შესახებ გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა მერაბ კობიაშვილმა განაცხადა, რითიც ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ ვერდიქტს გამოეხმაურა.
მერაბ კობიაშვილმა ნაფიც მსაჯულებს „სწორი გადაწყვეტილებისთვის“ და „სიმართლისთვის“ მადლობა გადაუხადა.
„ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება. ძალიან დიდი ტრაგედია და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სწორი გადაწყვეტილებისთვის, სიმართლისთვის“, - განაცხადა კობიაშვილმა.
ცნობისთვის, გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press