ვითვალისწინებთ ტელევიზიების თხოვნას და აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პირველი მოსმენის შემდეგ, იცით, რომ გამოითქვა გარკეული ტელევიზიებიდან მე მგონი, სამართლიანი მოთხონა, რომ გადახედილიყო ამოქმედების ვადა რეკლამების განთავსების თვალაზრისით, იმიტომ რომ უნდა გადაეწყოს ტელევიზიებიც, შესაბამისი სტრუქტურებიც ამ მოდელზე. აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ და რეკლამების ნაწილში აკრძალვა ტელევიზიების პირველი მარტიდან ამოქმედდება, ეს არის მეორე მოსმენაში ცვლილება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press