საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისთვის საყოველთაო შერიგების ინიციატივა მისაღებია და შერიგების ქრისტიანულ მოძღვრებას განმარტავს.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, შერიგების პროცესი ხანგრძლივი იქნება.
"ჩვენ, როგორც ყოფით ცხოვრებაში ვართ მიჩვეული, როდესაც გავანაწყენებთ ადამიანს და რაღაცას დავუშავებთ, იმისთვის, რომ კვლავ ერთსულოვანი ვიყოთ და შევრიგდეთ, ამას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ქრისტიანული მოძღვრება მკაფიოდ განსაზღვრავს, რაც არის, ეს არის - უნდა აღიარო, რომ არ გინდოდა ამ ადამიანისთვის ზიანის მიყენება თუ წყენინება, შენდობა ითხოვო და ეს იმდენად გულწრფელი უნდა იყოს, რომ მისგან მიიღო ეს შენდობა. ეს უნდა იყოს საფუძველი დანარჩენი ყველაფრის, თორემ ისე, ინიციატივა, რა თქმა უნდა, კარგია. უბრალოდ, ვთქვი ის, რომ პირველივე ეტაპზე ჩანს, რომ გზა საკმაოდ გრძელია და პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, როგორც ჩანს", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press