საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახიძე აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას რომ შეეძლოს, სათამაშო ცენზს არა 25 წლამდე, არამედ 30-მდეც აწევდა.
მისივე თქმით, საქართველოში 40 წლის კაციც, მშობლის ფრთის ქვეშ, ბავშვად ითვლება.
„ასაკიო, ბრძანა აქ, 21 წლიდან 25-ზე რატომ ასწიეთო. პირველი, ის ტვინის უჯრედები, რომელიც პასუხს აგებენ ემოციაზე, ლაბილურნი არიან და ყალიბდებიან დროთა ვითარებაში, მედეგნი ხდებიან გარკვეული დროის განმავლობაში და თავის თავზე დოლაბის დატრიალების მერე. 25 წელი კი არადა, ჩემი ნება რომ იყოს, 30 წლამდე ავწევდი შეზღუდვის ასაკს. იმიტომ, რომ საქართველოში 40 წლის კაციც ბავშვად ითვლება მშობლის ფრთის ქვეშ, ეს ტრადიცია სამხრეთელებს გვაქვს. შემოთავაზებული 25 წელი, ნამდვილად მისაღებია“, - აღნიშნა ლადო კახაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press