ქალაქ გორის მერიის განცხადებით, ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კიშან დან დევალი გორში, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს, ვალერიან მჭედლიძესა და გორის მუნიციპალიტეტის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვდა.
უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და საერთო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე, შიდა ქართლის რეგიონში საინვესტიციო, ტურისტული და სოფლის მეურნეობის პოტენციალის შესახებ ისაუბრეს.
„ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კიშან დან დევალი და ხელისუფლების წარმადგენლები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანობის პერიოდში თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press