"ჩვენ ვგეგმავთ „მობილური იუსტიციის სახლის" პროექტის კიდევ უფრო გაფართოებას, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ადამინებმა ადგილზე მიიღონ მომსახურება, არამედ იმისთვისაც, რომ დაიზოგოს ჩვენი თანამშრომლების ადამიანური რესურსიც",- ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დღეისთვის, საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლები 27, ხოლო საზოგადოებრივი ცენტრები 88 ლოკაციაზე უკვე ფუნქციონირებს. „საქართველოში მხოლოდ 9 მუნიციპალური ცენტრია, სადაც ჯერ კიდევ ძველი ინფრასტრუქტურაა წარმოდგენილი. ესენია: ხელვაჩაური, წალენჯიხა, ხაშური, თერჯოლა, ზესტაფონი, სამტრედია, მცხეთა, ახმეტა და საგარეჯო. უმეტეს მათგანში უკვე დაწყებულია იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობები, რომლებიც 2022 წლის მეორე და 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება"- განაცხადა რატი ბრეგაძემ. მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მუნიციპალურ ცენტრებში იუსტიციის სახლები ჯერ არ ფუნქციონირებს, მოსახლეობას სერვისის მიღება ამავე მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტებში ან „მობილური იუსტიციის სახლის" საშუალებით შეუძლია. „მობილური იუსტიციის სახლის" პროექტს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან აქტიური, წარმატებული თანამშრომლობით ვახორციელებთ და მის კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ. საპილოტე რეჟიმში 5 მიკროავტობუსი გვყავდა, ახლა დაემატება მეექვსე, ხოლო შემდეგ წელს კიდევ ხუთი. შემდეგი მიკროავტობუსი მიემაგრება გორს, მათ შორის წეროვანის დასახლებასაც დაფარავს"- განაცხადა რატი ბრეგაძემ დასმული კითხვის პასუხად.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press