ოპოზიციური პარტია „დროა“-ს ლიდერი, ელენე ხოშტარია შრომის ინსპექციის მიერ ღამის კლუბებისთვის ღონისძიებების ჩატარების უფლების არ მიცემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისფულება საზოგადოებას ფაქტობრივად ეუბნება, რომ მას „ყველა და ყველაფერი ჰკიდია“.
მისივე თქმით, სწორედ ეს არის ამ მთავრობის ყველაზე დიდი პრობლემა, რის გამოც, დღეს ღამით, მოსახლეობა ერთად უნდა გავიდეს ქუჩებში და კლუბი იქ მოაწყოს.
„აი, ასეთ რამეებში გამოიხატება ამ მთავრობის მთავარი პრობლემა: „ყველა და ყველაფერი გვკიდიხართ“ - ფაქტობრივად ამას ამბობენ. რავი, გავიდეთ ქუჩებში და იქ მოვაწყოთ კლუბი, დღეს ღამე. როგორ უნდა ვყლაპოთ ეს?!“, - წერს ელენე ხოშტარია თავის “ფეისბუკ გვერდზე“.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press