ცენტრ „ემპათია“-ს ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აუცილებელია ცენტრ „ემპათია“-ს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაკმაყოფილდეს და მოძიებული იქნას ისეთი კლინიკა, რომელშიც ექს-პრეზიდენტის მკურნალობა ნეირორეაბილიტაციის მიმართულებით შესაძლებელი გახდება.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა და ის ჰოსპიტალია პასუხისმგებელი, რომელშიც აღნიშნული პირი ახლა მკურნალობს.
„პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა, სასჯელაღსრულების სისტემა და ის ჰოსპიტალი არის, სადაც მკურნალობს. სამწუხაროდ, არ არის ეფექტური მკურნალობა, კვლავ არის წამყვანი ვერნიკეს სინდრომი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში და ეს არის საფრთხის შემცველი სინდრომი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის ინვალიდიზაცია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, აუცილებელია, განხორციელდეს ის რეკომენდაციები, რაც ცენტრმა "ემპათია"-მ გასცა და მოძიებული იქნას ისეთი კლინიკა, სადაც წავა ნეირორეაბილიტაციის მიმართულებით მისი მკურნალობა“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press