Foto

​ნუცუბიძის მე-4 პლატოზე, არასრულწლოვანი დაჭრეს

წუხელ, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან არასრულწლოვანი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს გადაუდებელი სამედიცინო ოპერაცია, უკვე ჩაუტარდა. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.

შემთხვევაში დამნაშავე და მისი მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.