რუსეთის ფედერაციამ დიდი ბრიტანეთის 7 მოქალაქეს ქვეყნის საზღვრების გადაკვეთა აუკრძალა. აღნიშნულის მიზეზად, დიდი ბრიტანეთის მიერ, აგვისტოში რუსეთისთვის დაწესებული სანქციები სახელდება, რომელიც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას უკავშირდება.
„ლონდონის არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, გადაწყდა პერსონალური სანქციების დაწესება დიდი ანტი-რუსულ საქმიანობაში ჩართული ბრიტანეთის წარმომადგენლების პროპორციული რაოდენობისთვის. მათ რუსეთის ფედერაციაზე ტერორის“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.
The Moscow Times-ის ცნობით, მოსკოვი ლონდონს „დესტრუქციული კურსის“ გაგრძელებაში ბრალს სდებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის იმ 7 თანამშრომელს უკავშირდებოდა, რომლებსაც ბრალი ედებათ ალექსეი ნავალნის მოწამვლაში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press