ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, თეთრ სახლში ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნებს შეხვდა. CNN News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი საკითხი კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებით, საავადმყოფოებში არსებულ სიტუაციას უკავშირდებოდა.
ჯო ბაიდენის განცხადებით, მიმდინარე წლის ზამთარში, ამერიკა არავაქცინირებულთა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს ელოდება, რის გამოც ქვეყანაში საავადმყოფოების გადატვირთვაა მოსალოდნელი.
მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის თქმით, ადამიანები, რომლებსაც ვაქცინაციის სრული კურსი აქვთ ჩატარებული და მიღებული აქვთ „ბუსტერ“ დოზაც, მძიმე ავადმყოფობისგან და სიკვდილისგან დაცულები, მაინც იქნებიან.
„არავაქცინირებული ადამიანებისთვის, ჩვენ ველოდებით ზამთარს მძიმე ავადმყოფობითა და სიკვდილიანობით - ეს შეეხება მათ, მათ ოჯახებსა და იმ საავადმყოფოებს, რომლებიც მალე გადაიტვირთებიან. მაგრამ, არის კარგი ამბავიც: თუ აიცერით და თან მიღებული გაქვთ „ბუსტერ“ დოზაც, მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილისგან დაცული იქნებით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press