ჟურნალისტმა „დახვეწილი არამზადობა“ არ უნდა იკადროს - ასე უპასუხა ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლმა, მეუფე იოანემ მის მიერ პანაღიას მითვისების შესახებ შეკითხვას.
მეუფეს განცხადებით, ჟურნალისტები იმ ეთიკას არღვევენ, რომლის გამოყენებაც ევალებათ.
"თქვენ ასე უტიფრად რატომ მელაპარაკებით? დახვეწილი არამზადები ხომ არიან? აი ამას ნუ კადრულობთ. ადამიანმა იცის სახელები და სანამ არ მივაწექი, უხეშად რომ ვთქვათ, არ გამოთქვა. ჟურნალისტებს ეთიკაც ევალებათ, თქვენ ეთიკას არღვევთ. თვითონ აგოს პასუხი. ვერ გამცემს პასუხს?! თქვენ ვერ გამცემთ პასუხს, რომ დაგჭირდათ დამხმარე? აქ დგანან კოლეგები, მაგრამ არ ერევიან. მე არ მივეცი ამის უფლება, თქვენ რატომ აძლევთ ამის უფლებას?! მომაბეზრეთ თავი ძალიან“, - განაცხადა მეუფე იოანემ.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press