Foto

გიული ალასანია სააკაშვილზე - არ ვიცი რამდენად უშველის რეაბილიტაცია, მაგრამ მიმაჩნია, რომ სჭირდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მან არ იცის მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაცია უკვე რამდენად დაეხმარება, მაინც მიაჩნია, რომ ამის გარეშე მისი მდგომარეობა გაცილებით, კიდევ უფრო მეტად დამძიმდება.

მისივე თქმით, ქვეყნის ექს-პრეზიდენტს მარტო სიარული არ შეუძლია და გადაადგილების დროს, ძირს ეცემა.

„ვერ დადის სწორ ხაზზე და რომ გაატარებენ, მარჯვენა მხარეს თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება, დაეცეს. კიდევ იცით რა, მზერა, რომ სინჯავენ, ეს მარჯვენა თვალი ვერ მიჰყვება. სისუსტე აქვს აშკარად, ეს ჩემი შეფასებებია. გამოსავალი არაერთხელ ვთქვი, მიმაჩნია, რომ სჭირდება ნორმალური რეაბილიტაცია. არ ვიცი ეს რამდენად უშველის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამის გარეშე რომ ძალიან ცუდად იქნება საქმე, დასკვნიდანაც ჩანს“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.