საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველმა ქვეითმა ბრიგადამ დაარსებიდან 29 წლის იუბილე აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და პირველი ქვეითი ბრიგადის მიღწევებზე და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ნახსენებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედროები საშტატო იარაღითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
„დღესვე, პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დაღუპული კაპრალ ღვთისო თომაშვილის სახელობის სკვერიც გაიხსნა, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. პირველი ქვეითი ბრიგადის იუბილეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, აღმოსავლეთის სარდალი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - წერია განცხადებაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press