ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლის, მეუფე იოანეს განცხადებით, მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს მან, ვინც ეს ჩაიდინა.
მისივე თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი დანაშაულს აღიარებს, შესაბამისად, იგი „შენდობილიც“ იქნება.
„მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს. მე არც პროკურორი ვარ, განაჩენს ვერ გამოვიტან. ჩვენ გვინდა იყოს მშვიდობა და ერთობა ქვეყანაზე. როდესაც არის ორი დაპირისპირებული მხარე და არის რაღაც სადავო საკითხები, მაშინ ამ სადავო საკითხებზე შეთანხმდნენ. დანაშაული აღიარებული იყოს, აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება. მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს მას, ვინც ეს ჩაიდინა. აღიაროს, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა. ეს მაინც გააკეთოს. ვინ? ვინც მკვლელი იყო. ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე დისტანციურად? ეს რა მკვლელობა არ იყო?!“, - განაცხადა მეუფე იოანემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press