ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ ნებისმიერი განხილვის მაგიდასთან უნდა იყოს.
"რუსეთის საგარეომ რუსეთსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადების პროექტი გამოაქვეყნა. ცხადია ევროკავშირი ასეთი დისკუსიების ნაწილი უნდა იყოს. ჰელსინკის დასკვნითმა აქტმა და პარიზის ქარტიამ შემოგვთავაზა ძირითადი პრინციპები, რომელთა ირგვლივ ავაშენეთ ევროპული უსაფრთხოება ბოლო 50 წლის განმავლობაში. ეუთო მექანიზმებსა და წესებს გვთავაზობს, რომელიც რუსეთთან ნებისმიერი ჩართულობის ქვაკუთხედად რჩება", - აცხადებს ბორელი.
ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მხოლოდ სიტყვები და განცხადებები საკმარისი არ არის რუსეთის ხელმძღვანელობის გათვლების შესაცვლელად და ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტი რომ რუსეთი ცდილობს დაემუქროს და დაასუსტოს უკრაინა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა არსებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივება გადაწყვიტეს და რუსეთი გააფრთხილეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას მძიმე შედეგები მოჰყვება." - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
ცნობისთვის, 17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სა და ნატოს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოთხოვნები წარუდგინა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press