ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან ერთ-ერთს, სხეულის 60%-იანი დამწვრობა აღენიშნება.
როგორც ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობი ცენტრი ექიმმა, თეა უროტაძემ განაცხადა, 43 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„შემოვიდა პაციენტი, 43 წლის მაამკაცი, მისი მდგომარეობა არის მძიმე, მისი დიაგნოზია სხეულის თერმული დამწვრობა 60%, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა, მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის მძიმე“, - განაცხადა ექიმმა.
დაშავებული სამი პირი, კი რომლებსაც მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნება, სტაციონარშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის, ვაზისუბანში გუშინ აფეთქება მოხდა. საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press