Foto

ფილიპინებში ძლიერი ქარიშხლის „რაის” შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა

ფილიპინებში ტაიფუნ „რაის“ სულ მცირე 208 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის გამო, სულ მცირე 239 ადამიანი დაშავდა, 52 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. -  ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ზარალის მასშტაბის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან რამდენიმე რაიონთან კომუნიკაცია შეწყდა.

ამასთან, არსებობს საფრთხე, რომ წყალდიდობამ შესაძლებელია მეტი სიცოცხლე შეიწიროს.

„ბევრ რაიონში არ არის ელექტროენერგია და კომუნიკაციები, არსებობს ადგილები, რომლებიც თითქოს მეორე მსოფლიო ომზე უარესად დაიბომბა." - ​განუცხადა BBC-ს ფილიპინების წითელი ჯვრის თავმჯდომარემ რიჩარდ გორდონმა.

ფილიპინებს ყოველწლიურად საშუალოდ 20  ტაიფუნი ატყდება თავს. ტაიფუნი ,,რაი“ 2021 წლის ყველაზე ძლიერი ტაიფუნია ფილიპინებში.